კონფიდენციალობის პოლიტიკა
როგორვიყენებთთქვენსპერსონალურ მონაცემებს
ჩვენი მიზანია, გაგაცნოთ, როგორ ამუშავებს და იყენებს POPULARFOLLOWERS.COM თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
წინამდებარე პოლიტიკის მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია:
პერსონალურმონაცემთადაცვის დაპირება
ჩვენ გპირდებით, რომ:
ვინვართ ჩვენ
ინდ.მეწარმე გურამ ორაგველიძე წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელიც წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისთვის მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამმუშავებელი (დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი).
ინდ.მეწარმე გურამ ორაგველიძე ფლობს და მართავს შემდეგ პლატფორმას: Popularfollowers.com
საიდენტიფიკაციო კოდი: 61001061686
იურიდიული მისამართი: ბათუმი, ა.პუშკინის ქ. N6
ელ.ფოსტა: Followerspopular@gmail.com
როგორგიცავთკანონიდამომხმარებლის უფლებები
თქვენი უფლებები დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის საფუძველზე თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
თქვენ გაქვთ უფლება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მიიღოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:
კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ უფლება გაქვთ:
ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პერსონალური მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს საგადასახადო კანონმდებლობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა რელევანტური კანონმდებლობიდან.
პერსონალური მონაცემების გამოყენების უფლება გვაქვს იმ შემთხვევაში, როცა ამისათვის გაგვაჩნია თქვენი თანხმობა, კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი.
მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება არ არის თქვენთვის ზიანის მომტანი.
არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების დამუშავება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობისა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით მოთხოვნის დაფიქსირების საჭიროების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე Followerspopular@gmail.com
შეგროვებულიმონაცემებისსახეობადამისი გამოყენება
ჩვენ ვაგროვებთ შესახებ შემდეგი სახის ინფორმაციას:
როდესაც თქვენ უკვეთავთ მომსახურებას, ჩვენ შეიძლება ასევე გთხოვოთ, წარმოადგინოთ თქვენი პლასტიკური ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, აუთენტურობის კოდი ან სხვა ინფორმაცია. გადახდა ხდება ჩვენი პარტნიორი ბანკის უსაფრთხოების სერვერზე. ჩვენ ვინახავთ მხოლოდ თქვენი პლასტიკური ბარათის შემდეგ ინფორმაციას: ბარათის ტიპი და ვალიდურობის მაიდენტიფიცირებელი პირველი ექვსი და ბოლო ოთხი ციფრი. იმის მიხედვით, თუ რა სახის აქტივობაში ჩაერთვებით, ზოგიერთი ინფორმაციის წარმოდგენა იქნება სავალდებულო, ზოგიერთის კი - ნებაყოფლობითი. თუ თქვენ არ წარადგენთ კონკრეტული აქტივობისთვის სავალდებულო ინფორმაციას, თქვენ ვერ ჩაერთვებით ამ აქტივობაში.
როდესაც თქვენ უკვეთავთ მომსახურებას, თქვენ ასევე შესაძლებლობა გაქვთ თქვენს ანგარიშზე (პროფილზე) დაიმახსოვროთ პლასტიკური ბარათის ინფორმაცია შემდგომი შეკვეთების მარტივად გაფორმების მიზნით. ბარათის დამახსოვრებაზე თანხმობის გაცხადების შემთხვევაში, ჩვენ შევინახავთ თქვენი საგადახდო ბარათის შემდეგ ინფორმაციას: ბარათის ტიპი და ვალიდურობის მაიდენტიფიცირებელი პირველი ექვსი და ბოლო ოთხი ციფრი.
როგორვიყენებთთქვენსმონაცემებსავტომატურიგადაწყვეტილებებისმიღების პროცესში
ავტომატური გადაწყვეტილების მისაღებად, მათ შორის პროფილირებისთვის, ჩვენ ზოგჯერ ვიყენებთ პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც გვაქვს, ან გვაქვს უფლება შევაგროვოთ სხვა სუბიექტებისგან კანონმდებლობის, თქვენთან გაფორმებული ხელშეკრულების ან თქვენი თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული გვეხმარება დავრწმუნდეთ იმაში, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები არის სწრაფი, სამართლიანი და ეფექტური. ავტომატიზირებულმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ჩვენს მიერ ახლა ან მომავალში შემოთავაზებულ/შემოსათავაზებელ სერვისზე. თუ არ არსებობს ზემოაღნიშნული საფუძველი (საკანონმდებლო, სახელშეკრულებო, თქვენი თანხმობა), შეგიძლიათ უარი თქვათ თქვენი მონაცემების ავტომატურ დამუშვებაზე, მათ შორის, პროფილირების მიზნით, თუ აღნიშნული წარმოშობს სამართლებრივ, ფინანსურ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის შედეგს.
ჩვენ ვიღებთ შემდეგი სახის ავტომატურ გადაწყვეტილებებს:
ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ზოგიერთი სერვისის ფასზე გადაწყვეტილება ჩვენთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე.
ჩვენს მომხმარებლებს ვაჯგუფებთ გარკვეული სეგმენტების მიხედვით. ამგვარ დაჯგუფებას ვიყენებთ მომხმარებლების საჭიროებების შესასწავლად და მათთვის სასარგებლო და ხელსაყრელი გადაწყვეტილებების მისაღებად. პროდუქტებისა თუ მომსახურების შემუშავებისა და შეთავაზებისას ვითვალისწინებთ მომხმარებლების სხვადასხვა სეგმენტის მახასიათებლებს, რაც მათთან ურთიერთობის სწორად წარმართვაში გვეხმარება.
თქვენი პერსონალური მონაცემები გვეხმარება, დავადგინოთ თქვენი სავარაუდო ინტერესები და მათი გათვალისწინებით შემოგთავაზოთ თქვენზე მორგებული მარკეტინგული შეთავაზებები.
თქვენი პერსონალური მონაცემები გვეხმარება, დავადგინოთ, შესაძლოა თუ არა თქვენი ანგარიშები/პროფილი გამოყენებულ იქნას თაღლითობის თუ ფულის გათეთრების მიზნებისათვის. ჩვენ მიერ თაღლითობის რისკის დაფიქსირების შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებთ, თქვენივე უსაფრთხოებისთვის დროებით შევაჩეროთ ტრანზაქციები საეჭვო ანგარიშებზე/პროფილებზე ან უარი განვაცხადოთ შესაბამისი მომსახურების გაწევაზე.
პერსონალურიმონაცემების ჯგუფები
ჩვენ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვაჯგუფებთ შემდეგნაირად:
პერსონალურიმონაცემებისტიპები |
აღწერილობა |
საკონტაქტო |
თქვენს მიერ რეგისტრაციისას ან შეკვეთის გაფორმებისას მითითებული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია. |
სახელშეკრულებო |
დეტალური ინფორმაცია ჩვენ მიერ თქვენთვის მიწოდებული პროდუქტებისა და გაწეული მომსახურების შესახებ |
ლოკაციური |
მონაცემები თქვენს ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა კომპანიამ მოიპოვოს თქვენი მობილური ტელეფონის საშუალებით, კომპიუტერის ინტერნეტში ჩართვის მისამართიდან ან იმ ობიექტის ადგილმდეგარეობიდან, სადაც ახორციელებთ ოპერაციებს. |
ქცევითი |
დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებთ ჩვენს პროდუქტებს და მომსახურებას. |
ტექნოლოგიური |
ინფორმაცია იმ ტექნიკა/ მოწყობილობების შესახებ, რომლებსაც იყენებთ ჩვენი სერვისების სარგებლობისას. |
საკომუნიკაციო |
ინფორმაცია თქვენს შესახებ, რომელსაც კომპანია მოიპოვებს როგორც მატერიალური ფორმის ასევე ელექტრონული წერილებიდან, სატელეფონო და სხვა სახის საკომუნიკაციო არხებიდან თქვენსა და ჩვენს შორის განხორციელებულ კომუნიკაციისას. |
ფინანსური და ტრანზაქციული |
ინფორმაცია პლატფორმაზე თქვენი გადახდებისა, ბალანსისა და დავალიანების თაობაზე. ანგარიშის ნომერი, როცა ახდენთ სერვისის ონლაინ რეალიზაციას. საგადახდო ბარათის შესახებ ინფორმაცია (პირველი ექვსი და ბოლო ოთხი ციფრი). |
ღია წვდომის მონაცემები და საჯარო ჩანაწერები |
საჯარო წყაროებში თქვენს შესახებ არსებული ინფორმაცია, მათ შორის, საჯარო საარჩევნო სიებში არსებული ინფორმაცია, ასევე, სხვა ინფორმაცია, რომელიც ინტერნეტში კანონიერად არის ხელმისაწვდომი |
დოკუმენტური მონაცემები |
სხვადასხვა ფორმატის დოკუმენტებსა და მათ ასლებში ასახული ინფორმაცია თქვენს შესახებ. ასეთ დოკუმენტებს მიეკუთვნება თქვენი პასპორტი, პირადობის დამადასტურებელი საბუთი, დაბადების მოწმობა, ავტომობილის მართვის მოწმობა, ავტომობილის ტექ პასპორტი/VIN კოდი და პიროვნების მაიდენტიფიცირებელი სხვა დოკუმენტი. |
რისთვისვიყენებთთქვენსპერსონალურმონაცემებსდაჩვენიმიზანი :
მონაცემთადამუშავებისჩვენილეგიტიმურიინტერესები :
მონაცემთადამუშავებისჩვენისამართლებრივისაფუძველი :
წყაროები,საიდანაცმოვიპოვებთპერსონალურ მონაცემებს
თქვენს შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოპოვება შეგვიძლია კომპანიისთვის თქვენ მიერ მოწოდებული და ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან. თქვენი მონაცემების მიღება ხდება შემდეგ შემთხვევებში:
GDPR-ისსაფუძველზეარსებულისპეციალური ღონისძიებები
იმ შემთხვევაში, თუ ხდება თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური სივრცის მიღმა, კომპანია გადადგამს ყველა ნაბიჯს მონაცემების უსაფრთხოდ და ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად დამუშავების უზრუნველსაყოფად და მონაცემთა საერთაშორისო გადაცემას კომპანია განახორციელებს კანონმდებლობის დაცვით.
აღნიშნული შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა გზით, მაგალითად:
ევროკომისიის გადაწყვეტილების არარსებობისას ან შესაბამისი გარანტიების, მათ შორის, სავალდებულო კორპორატიული წესების არარსებობის შემთხვევაში, პერსონალური მონაცემების მესამე ქვეყნისთვის ან საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემა ხორციელდება მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
პერსონალურიმონაცემების უსაფრთხოება
ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით უსაფრთხოების საკითხს და ვატარებთ არაერთ ზომას პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დასაცავად.
თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენი პაროლისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითების შემთხვევაში. ეს პაროლი დაშიფრულია. ჩვენ გირჩევთ, რომ არავის გაანდოთ თქვენი პაროლი. გარდა ამისა, თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალსა და კონტრაქტორებს მიუწვდებათ ხელი.
სამწუხაროდ, მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები და ასევე ვცდილობთ კავშირები დავამყაროთ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც იგივენაირად უდგებიან ამ საკითხს. თუმცა ჩვენ ვერ გავცემთ რაიმე გარანტიას ვებგვერდისათვის ან ვებგვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს მესამე მხარის ქმედებაზე, რომელმაც შეიძლება უნებართვოდ მიიღოს მსგავსი ინფორმაცია.
თაღლითობის გამოვლენა
თქვენი პერსონალური მონაცემები გვეხმარება, დავადგინოთ, შესაძლოა თუ არა თქვენი ანგარიში/პროფილი გამოყენებულ იქნას თაღლითობის თუ ფულის გათეთრების მიზნებისათვის. ჩვენ მიერ თაღლითობის რისკის დაფიქსირების შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებთ, თქვენივე უსაფრთხოებისთვის დროებით შევაჩეროთ ტრანზაქციები/შეკვეთები ან უარი განვაცხდოთ შესაბამისი მომსახურების გაწევაზე.
პერსონალურიმონაცემებისდაცვისსხვადასხვა საკითხი
18 წლამდე არასრულწლოვან პირებს ეკრძალებათ კომპანიის პლატფორმით/ვებგვერდებით სარგებლობა. ჩვენ განზრახ არ ვინახავთ ან ვაგროვებთ ინფორმაციას 18 წლამდე პირებისაგან. არასრულწლოვანთა პირადი ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, თუ ჩვენ გავიგებთ, რომ მომხმარებელი არის 18 წლამდე ასაკის პირი, ჩვენ გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს, რათა წავშალოთ ამ მომხმარებლის პირადი ინფორმაცია ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.
პერსონალურიმონაცემებისშენახვის ვადა
თქვენს პირად მონაცემებს ვინახავთ თქვენი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში. აგრეთვე, მომსახურების დასრულების შემდეგ 10 წლის ვადით შემდეგი მიზეზების გამო:
თქვენი მონაცემების შენახვა შესაძლებელია მოხდეს 10 წელზე მეტი ვადით იმ შემთხვევაში, თუ მოკლებული ვართ მისი წაშლის შესაძლებლობას შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების გამო.
მონაცემთაპირდაპირიმარკეტინგისმიზნისთვის დამუშავება
თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვიყენებთ მარკეტინგული მიზნებისთვისაც - მათი ცოდნა გვჭირდება თქვენზე მორგებული ჩვენი მომსახურების შეთავაზების თქვენთვის გასაცნობად.
მონაცემთაპირდაპირიმარკეტინგისმიზნითშეწყვეტისმოთხოვნა/თანხმობის გახმობა
თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მოგვწეროთ და გვთხოვოთ მარკეტინგული შეტყობინებების გამოგზავნის შეწყვეტა. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს სურვილებს და ასეთი შეტყობინების მიღებისთანავე კანონით განსაზღვრულ ვადაში შევწყვეტთ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის. კერძოდ:
ჩვენ წვდომა გვაქვს თქვენს პირად მონაცემებზე იმ ფარგლებში, რასაც თავად გვიზიარებთ ან ჩვენ ვაგროვებთ თქვენთვის მომსახურების გაწევის პროცესში ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით.
ჩვენ შევისწავლით თქვენს მონაცემებს, რათა გავიგოთ, რა გჭირდებათ, რა გაინტერესებთ, ან რა სურვილები შეიძლება გქონდეთ. ასე ვწყვეტთ, რომელი მომსახურება თუ შეთავაზება შეიძლება იყოს თქვენთვის შესაფერისი.
ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიყენებთ თქვენს პირად მონაცემებს და გიგზავნით მარკეტინგულ შეტყობინებებს, როცა გვაქვს ამის ლეგიტიმური ინტერესი.
კონფიდენციალობისპოლიტიკის ცვლილება
კონფიდენციალობის პოლიტიკის დოკუმენტი შეიძლება შეიცვალოს საკანონმდებლო ან/და ჩვენი პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესის ცვლილების შესაბამისად. კონფიდენციალობის პოლიტიკაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება კომპანიის პლატფორმაზე. ამასთან, კონფიდენციალობის პოლიტიკაში შეტანილი ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ გეცნობებათ ელექტრონული ფოსტის ან თქვენი პროფილის გვერდზე შეტყობინებების სივრცეში ამ ჩვენს მთავარ გვერდზე შესაბამისი შეტყობინების გამოქვეყნების გზით.
როგორ დაგვიკავშირდეთ
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მოითხოვთ თქვენი უფლებების რეალიზებას (მონაცემთა შესწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება და ა.შ.), შეგიძლიათ მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე: Followerspopular@gmail.com
გარდა ამისა, პერსონალური მონაცემებთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს:
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: გურამ ორაგველიძე
ელექტრონული ფოსტა: Followerspopular@gmail.com
ტელეფონი: 557971717
კონფიდენციალობისპოლიტიკისელექტრონულადმონიშვნით/აღიარებითთქვენადასტურებთ,თქვენმიერმოწოდებულიინფორმაციაწარმოადგენსზუსტდაუტყუარმონაცემებს.ინფორმაციისმოწოდებამოხდათქვენისაკუთარისურვილითდაამისათვისთქვენგაგაჩნიათკანონმდებლობითგათვალისწინებულიყველაუფლებადანებართვა .
ასევე,წინამდებარეპირობებზეთანხმობისელექტრონულადმონიშვნით/აღიარებითთანხმობასაცხადებთ,რომთქვენუფლებამოსილებასგვანიჭებთჩვენდათანხმობასაცხადებთმასზედ,რომჩვენმიერსაკუთარიშეხედულებისამებრდამოქმედიკანონმდებლობისფარგლებში,ნებისმიერდროსდანებისმიერირაოდენობით,ნებისმიერიწყაროდანგამოთხოვნილდამიღებულიქნასინფორმაციათქვენშესახებ,მათშორისპერსონალურიმონაცემები,მათიგაცნობის,გადამოწმების,შედარების,ანალიზის,შენახვისდასაკანონმდებლოან/დასახელშეკრულებოვალდებულებ(ებ)ისშესრულებისმიზნებისთვის .